საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის „სლოვაცკოში“ გადავიდა

კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი ორ წელზეა გათვლილი, ტრანსფერის თანხა არ კონკრეტდება.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, რომელიც გასულ სეზონზე ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს, კარიერას ჩეხურ „სლოვაცკოში“ განაგრძობს.

კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი ორ წელზეა გათვლილი, ტრანსფერის თანხა არ კონკრეტდება. 

„სლოვაცკო“ პირველი უცხოური კლუბია ჩემს კარიერაში. ეს ჩემთვის გამოწვევა და ასევე ერთი ნაბიჯია წინ ჩემთვის. სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ არჩევანი „სლოვაცკოზე“ გავაკეთე“, — განაცხადა სიხარულიძემ პრესკონფერენციაზე.

შეკითხვაზე, რამდენ გოლს გაიტანს, ქართველმა სპორტსმენმა უპასუხა, რომ ჯერ არ გააქვს გოლები ციფრებით, ხოლო ამ ეტაპზე მისთვის მთავარი გუნდთან სწრაფი ადაპტირება და კლუბის წინ დასახული მიზნების მიღწევაში წვლილის შეტანაა.   

სიხარულიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის კლუბში ძალების მოსინჯვა მას საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ასევე დიმიტრი ტატანაშვილმა ურჩიეს, რომელიც თავის დროზე „კლადნოში“ თამაშობდა. 

27 წლის ფეხბურთელმა უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში „სლოვაცკოს“ შემადგენლობაში, შემდეგ კი გუნდთან ერთად თურქეთში გაემგზავრა შეკრებაზე.