Show must go on: ფოტოებზე აღბეჭდილი ახალი ამბები

Sputnik

Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ საერთაშორისო სააგენტოების საუკეთესო ფოტოებს გასული კვირიდან

იხილეთ სხვადასხვა მოვლენების ამსახველი შთამბეჭდავი სურათები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

*"The Show Must Go On" (შოუ უნდა გაგრძელდეს) — ინგლისური როგ-ბენდის Queen სიმღერა ალბომიდან Innuendo.

1 / 14
მოდელი უჩვენებს იტალიელი დიზაინერი ჯანი ვერსაჩეს ნამუშევარს ბერლინში გამართულ ჩვენებაზე 20 წლის წინ გარდაცვლილი დიზაინერისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე
2 / 14
ქალი დასავლეთ პარიზში მიდის წყალდიდობის შედეგად დატბორილ ქუჩაზე. საფრანგეთი ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმების შედეგად დაზარალდა. წყალდიდობამ პარიზის მახლობლად მდებარე რაიონებიც მოიცვა
3 / 14
ევროკავშირის მომხრეები ევროკავშირის დროშებით ლონდონში აქციას მართავენ
4 / 14
სირიის ტერიტორიაზე ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებების დაწყებით თურქეთმა სირიის ოპოზიციის ძალებს დაუჭირა მხარი
5 / 14
კენიის ოპოზიციის ლიდერის მომხრეები ნაირობის ცენტრში კუმირთან შესახვედრად იკრიბებიან
6 / 14
დაახლოებით 330 დევნილი და მიგრანტი ერითრეიდან და ბანგლადეშიდან ელოდება დახმარებას ზღვაში მას შემდეგ, რაც ევროპაში ჩასაღწევად ხის ნავით ლიბია დატოვეს
7 / 14
ტრეიდერი ჯონ პანინი მუშაობს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები ორშაბათს ცოტათი დაეცა,რადგან ტექნოლოგიური კომპანიების დანაკარგებმა შემოსავალს გადააჭარბა
8 / 14
მუშები აწყობენ Ford-ის ახალ სატვირთოს კომპანიის კენტუკის ქარხანაში, აშშ
9 / 14
პარიზის მცხოვრები მდინარე სენას სანაპიროზე ძლიერი წყალდიდობის შემდეგ
10 / 14
სირიელი ბავშვი ზის ეტლში სირიისა და თურქეთის საზღვაზე, ქალაქი კილისის განაპირა მხარეს. მისმა ოჯახმა თურქეთის ტერიტორიაზე თავის შეფარება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც თურქულმა მხარეს ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები დაიწყო
11 / 14
ქუჩის მხატვარი ალექს მარტინესი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მის ნამუშევრებს შეხვდებით ათენის ქუჩეში, ფოტოზე ერთ-ერთი მათგანია
12 / 14
ცნობილი მომღერლები და მუსიკოსები მედისონ-სკვერ-გარდენში Grammy Awards ჯილდოს გადაცემის რიგით 60-ე ცერემონიაზე წარსდგნენ მსმენელის წინაშე
13 / 14
მოდელი უჩვენებს იტალიელი დიზაინერი ანდრეს სარდას ახალ სამოსს მადრიდის მოდის კვირეულზე
14 / 14
სუპერ მთვარე - ასე გამოიყურებოდა მთვარე ჰონკონგიდან მთვარის დაბნელების დროს