შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში: 900 მაღაროელი მეორე დღეა, მიწის ქვეშაა ჩარჩენილი

მაღაროელთა და მშენებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, 40 ადამიანი უკვე ამოყვანილია მაღაროდან, დანარჩენები კი კვლავ მიწის ქვეშ რჩებიან.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის პროვინცია ფრი-სტეიტში 940 მაღაროელი აღმოჩნდა მიწის ქვეშ გამოკეტილი ოთხშაბათს მას შემდეგ, რაც შტორმის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა News24-ზე დაყრდნობით.

სამთო მომპოვებელი კომპანია Sibanye-Stillwater-ის წარმომადგენელი ჯეიმს ველსტედი აცხადებს, რომ ამ დროისათვის ყველა მაღაროელი უსაფრთხოდაა და უკვე მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის აღდგენისთვის, რათა ადამიანებმა მიწის ზედაპირზე ამოაღწიონ.

მაღაროელთა და მშენებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, 40 ადამიანი უკვე ამოყვანილია მაღაროდან, დანარჩენები კი კვლავ მიწის ქვეშ რჩებიან.