აურზაური სოციალურ ქსელში: მეხუთე კლასის ამოცანას ყველა ერთად ხსნის

განათლების დეპარტამენტში განმარტეს, ამოცანა მიზნად ბავშვების შაბლონური აზროვნებისგან გათავისუფლებას ისახავდა, ზუსტი პასუხი კი მასზე, რა თქმა უნდა, არ არსებობს.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მეხუთე კლასელებს შესთავაზეს ამოცანა, რომლის პირობაც ასე ჟღერდა: რამდენი წლისაა კაპიტანი, თუ გემბანზე 26 ცხვარი და 10 თხა ჰყავს. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ავრცელებს ჩინურ მედიაზე დაყრდნობით.

როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ბავშებმა ამოცანაზე მუშაობისას არაორდინალური აზროვნება გამოავლინეს. ერთი მეხუთე კლასელის აზრით, „კაპიტანი, სულ ცოტა, 18 წლისა მაინც უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გემის მართის უფლება არ ექნებოდა“.  

სხვა მოწაფემ დაწერა, რომ კაპიტანი გემზე, სავარაუდოდ, საკუთარი ასაკის ოდენობის ცხოველებს აიყვანდა. 

რაც შეეხებათ უფროსი ასაკის ინტერნეტმომხმარებლებს, როგორც გამოცემა indiatimes-ი წერს, ისინიც ასევე არატრივიალურად მიუდგნენ საკითხს. მაგალითად, Weibo-ს („ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ ჩინური ანალოგი) ერთ-ერთი მომხმარებელი ასეთ პოსტს აქვეყნებს: 

„გემზე მყოფი ცხოველების საერთო წონა, მათი საშუალო წონიდან გამომდინარე, 7,7 ონა იქნება. ჩინეთში ხუთ ტონაზე მეტი ტვირთის მქონე ხომალდის მართვის უფლება მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც ხუთწლიან ლიცენზიას ფლობს. ამ ლიცენზიას კი მხოლოდ 23  წლიდან იძლევიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გემის კაპიტანი, სულ ცოტა, 28 წლისაა“. 

იუზერს ბევრი არ დაეთანხმა და ამას დისკუსია მოჰყვა. ზოგმა მომხმარებელმა შენიშნა, რომ მისი გამოთვლით, თითო ცხოველის წონა 200 კგ გამოდიოდა. How on earth can 26 sheep and 10 goats can weigh 7700 kgs!!! Dey mean to say a sheep or goat weighs more den 200 kgs!!! 🙄 🤔 😳

​როგორც ჩინეთის განათლების დეპარტამენტში განმარტეს, ამოცანა მიზნად ბავშვების შაბლონური აზროვნებისგან გათავისუფლებას ისახავდა, ზუსტი პასუხი კი მასზე, რა თქმა უნდა, არ არსებობს.