ზუგდიდში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-მდე  გარემოვაჭრე დილიდან  საპროტესტო აქციას მართავს. 

ფოთში მონადირეები საპროტესტო აქციას მართავენ

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მათი სავაჭრო დახლები გვიან ღამით  აიღეს. აქციის მონაწილეები  მოითხოვენ, რომ  მათ ვაჭრობის უფლება მისცენ.

ზუგდიდის მერთან შეხვედრის მიზნით, გარემოვაჭრეები თავდაპირველად ზუგდიდის მერიიის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

 ამ დროისთვის  აქციის მონაწილეებმა სამგერელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან გადაინაცვლეს და  ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა გზა უკვე გახსნეს. აქცია გუბერნიის შენობასთან გრძელდება.