მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაზარალდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რა ხდებოდა მეტროს სადგურთან ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ
სამშაბათს მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. თბილისის მერმა კახა კალაძემ მომხდარზე პასუხისმგებლების მკაცრად დასჯის შესახებ გააკეთა განცხადება. ამ დროისათვის მეტრომ უკვე განაახლა მუშაობა.