„სტალინის სიკვდილი“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 1 – 4 თებერვალს

რაც უფრო მოკლეა, მით უკეთესი, გახმაურებული ფილმი „სტალინის სიკვდილი“ და „ოსკარის“ პრეტენდენტი კინო - „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ
Sputnik

1 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„მძარცველებზე ნადირობა“ (Den of Thieves) — რეჟისორ კრისტიან გიუდგესტის ამერიკული კრიმინალური ტრილერი ჯერარდ ბატლერით მთავარ როლში. ლოს-ანჯელესში ელიტარული ქვედანაყოფის თავზეხელაღებულ პოლიციელთა გუნდი დიდი ნიკის მეთაურობით ყოველ დღე დამნაშავეების დევნით არის დაკავებული. დიდი ნიკი, როგორც გუნდის დანარჩენი წევრები, ყველაფერზე წამსვლელია ოღონდ ბანდიდებს გაუსწორდეს და დაამტკიცოს, რომ ამ საქმეში საუკეთესოა. მაგრამ ერთხელ ადგილობრივი ლეგენდარული ბანდა თავხედურ ძარცცვას დაგეგმავს. მათი მიზანი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკია, რომელიც ქალაქში ყველაზე საიმედოდ არის დაცული.

„სტალინის სიკვდილი“ (The Death of Stalin) — რეჟისორ არმანდო იანუჩის ბრიტანულ-ფრანგული პოლიტიკურ-სატირული კომედიური მხატვრული ფილმი, რომელიც ფაბიენ ნურის და ტიერი რობენის ფრანგული გრაფიკული რომანის მიხედვით 2017 წელს არის გადაღებული. 1953 წელს მთელ საბჭოთა ხალხს დიდი უბედურება დაატყდა — მოკვდა მათი ბელადი იოსებ სტალინი. მაგრამ თუ ზოგი ღრმა დარდმა მოიცვა, სხვებმა ამაში დიდი შესაძლებლობები დაინახეს — მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის ხელმძღვანელის ადგილი გათავისუფლდა. ასეთი შანსის დაკარგვა არ შეიძლება. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ერთვებიან სსრკ-ის პირველი პირები: გიორგი მალენკოვი, ნიკიტა ხრუშჩოვი, პიანისტი მარია იუდინა, ვიაჩესლავ მოლოტოვი, მარშალ ჟუკოვი და სხვები. მთავარი როლები შეასრულეს: ოლგა კურილენკო, ანდრეა რაიზბორო, რუპერტ ფრენდი, ჯეისონ აიზეკსი, სტივ ბუშემი. რუსეთში ფილმმა აღშფოტების ტალღა გამოიწვია. ცნობილმა პოლიტიკოსებმა და კულტურის მოღვაწეებმა გაქირავებიდან ფილმის ამოღება მოითხოვეს.

„სამი ბილბორდი მისურიში ებინგის საზღვარზე“ (Three Billboards Outside Ebbing, Missouri) — რეჟისორ მარტინ მაკდონაჰის დრამატული ფილმი. მარტოხელა დედა მილდრედ ჰეიზი მშობლიური ქალაქის პოლიციას დაუპირისპირდება, რადგან მიიჩნევს, რომ ის არ ჩქარობს მისი ქალიშვილის ანჯელას მკვლელობის გამოძიებას, რომელიც შვიდი თვის წინ გააუპატიურეს და მოკლეს. მაშინ ის ქალაქის შესასვლელთან მდებარე სამ დიდ ბილბორდს დაიქირავებს და მათზე ადგილობრივი პოლიციის უფროსის —  უილიამ უილოუბის მისამართით თავხედურ გზავნილს დაააწერს. ქალაქის მცხობრებნი არ იწონებენ ხეიზის საქციელს და მას ამრეზით უყურებენ. საქმისადმი მეტი ყურადღების მიქცევის მიზნით, ხეიზი ხულიგნობს და წესრიგს არღვევს, რითაც ადგილობრივ მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტ რეაქციას გამოიწვევს.

„ვისი სიკვდილი გსურს“ (Wish Upon) — რეჟისორ ჯონ რ. ლეონეტის საშინელებათა ფილმი-ფენტეზი. ფილმი მოგვითხრობს მოზარდ-გოგონაზე, რომელსაც მისი უფრო პოპულარული თანატოლი გოგონები დასცინიან. ერთხელ მას ხელში ჩაუვარდება მაგიური ზარდახშა, რომლის წინანდელი მფლობელები უცნაური სიკვდილით მოკვდნენ. გოგონა შეიტყობს, რომ ზარდახშას სურვილების ასრულება შეუძლია, და ის მის გამოყენებას შურისძიებისთვის გადაწყვეტს. მაგრამ ამას საშინელი შედეგები მოყვება და გოგონა მიხვდება, რომ ის კი არ აკონტროლებს ზარდახშას, არამედ თავად ზარდახშა აკონტროლებს მას.

„დიდი დაპატარავება“ (Downsizing) — ალექსანდ პეინის ფანტასტიკურ-დრამატული კომედია (აშშ-ისა და ნორვეგიის წარმოება). მთავარ როლებში — მეთ დეიმონი, კრისტოფ უოლცი, ჰონგ ჩაი, კრისტენ უიგი. ეს არის ისტორია პლანეტაზე ჭარბი მოსახლეობის პრობლემის მოულოდნელი გადაჭრის შესახებ: ნორვეგიული მეცნიერები ადამიანების დაპატარავების ტექნოლოგიას მოიგონებენ, რომლის წყალობით 200 წლის შემდეგ სამყარო მინიატურული უნდა გახდეს. თანაც მინი-ცხოვრება უამრავ ფინანსურ მოგებას სთავაზობს, ასე რომ ჩვეულებრივმა ბიჭმა პოლმა და მისმა ცოლმა ოდრიმ ბევრი არ იფიქრეს და ომაჰაში თავისი მოსაწყენი ცხოვრების მიტოვება და დაპატარავების პროცედურის გავლა გადაწყვიტეს. მათი გადაწყვეტილება საოცარ შედეგებს მოიტანს.

 

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული ფანტასტიკური ბოევიკი „ლაბირინთში მორბენალი: სიკვდილით განკურნება“, ბრიტანულ-ფრანგული ოჯახური კომედიური ფილმი „პადინგტონის თავგადასავალი 2“ და რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ქართული მხატვრული ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“.

ასევე კინოთეატრებშია — რეჟისორ გილერმო დელ ტოროს ამერიკული მელოდრამა-ფენტეზი „წყლის ფორმა“ (The Shape of Water), რეჟისორ ჯო რაიტის ბრიტანული დრამატული ბიოგრაფიული დრამა „ჩერჩილი: მძიმე დროება“ (Darkest Hour) გარი ოლდმენით მთავარ როლში, კომედია „თქვენში მამა რომელია?“ (The Greatest Showman), ბიოგრაფიული დრამატული მიუზიკლი „დიდი შოუმენი“ (The Greatest Showman), რეჟისორ ზურა მენთეშაშვილის ქართული სათავგადასავლო კომედია „ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“ და სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle).

მულტფილმები ბავშვებისთვის: ანიმაციური სურათი „მწერების საიდუმლო ცხოვრება“ და ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).


სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!