ქრთამის მიცემის ფაქტზე ქუთაისში ერთი მამაკაცი დააკავეს

3 ათასი ლარის ოდენობის ქრთამის მიცემისთვის დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ქუთაისის მერიის ჩინოვნიკისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქრთამის სახით 10 ათასი დოლარი: ზუგდიდში ჩინოვნიკი დააკავეს

გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს 3 ათასი ლარის ოდენობის ქრთამი შესთავაზა ქუთაისში, გელათის ქუჩაზე, ნომერ 19-ში შენობის პროექტის გარეშე მშენებლობასა და რემონტში დახმარებისთვის.

ბრალდებულმა აღნიშნული თანხა მერიის ჩინოვნიკს 2018 წლის იანვარში გადასცა. ის მაშინვე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით). დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

საქმეს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.