პირველად 15 წლის განმავლობაში ანსამბლი „რუსთავი" სტამბულში გამოვა

ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „რუსთავი" 1968 წელს დაარსდა
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი", 15 წლის განმავლობაში პირველად, სტამბულში გამოვა, ნათქვამია ანსამბლის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ანსამბლი 3 თებერვალს ბოსტანჯის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის (Bostancı Gösteri Merkezi) სცენაზე დაარსებიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვა.

როგორც ანსამბლში აღნიშნავენ, სტამბულში კონცერტის სტუმარი იქნება თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე.

თურქეთში კონცერტის შემდეგ „რუსთავი" ახალი პროგრამით თბილისშიც წარდგება.

ღონისძიების ორგანიზატორი არიან თურქული კომპანიები Kafkas Halk Dansları და Nar Sanat.

ლეგენდარული "ერისიონი": როგორ ტარდება ცნობილი ანსამბლის რეპეტიცია

ანსამბლის, რომელიც 1968 წელს დაარსდა, შექმნის სათავეებში იდგა ცნობილი ფოლკლორისტი, მომღერალი ანზორ ერქომაიშვილი.

ანსამბლი აქტიურად დადის გასტროლებზე უცხოეთში. მისი თითოეული წევრი არის სოლისტიცა და გუნდის წევრიც. რეპერტუარში აქვთ მრავალხმიანი როგორც ხალხური სიმღერები, ისე საგალობლები.

ანსამბლი ოსტატურად ასრულებს ქართულ და კავკასიურ ცეკვებს. ნომრების ქორეოგრაფია უმაღლესი კლასის პროფესიონალებს ეკუთვნით.

„რუსთავი" მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და ხუთი ათასზე მეტი კონცერტი აქვს გამართული, მათ შორის ტოკიოში, იუნესკოს 60 წლის იუბილეზე, ლონდონის „სამეფო ალბერტ ჰოლში", პარიზის „ოლიმპიაში", ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლში" და სხვა.