საგანგაშო დასკვნა: ვეიპების მოწევა დნმ-ს სახიფათოდ ცვლის

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ელექტროსიგარეტების კვამლი, თამბაქოს კვამლთან შედარებით, ნაკლებ კანცეროგენებს შეიცავს, თუმცა ონკოლოგიური დაავადებების რისკი ვეიპების მწეველებში უფრო მაღალია.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სწავლულების დასკვნით, ვეიპების მოწევისას შესუნთქული კვამლი ზიანს აყენებს დნმ-ს, რაც ადამიანის კიბოთი დაავადების რისკს ზრდის, წერს გამოცემა EurekAlert.

ბიოლოგებმა სამი თვის განმავლობაში ასუნთქეს თაგვებს ელექტრონული სიგარეტების გამონაბოლქვი, რომელიც ნიკოტინს შეიცავდა. შედეგად, მღრღნელებს გულის, ფილტვებისა და შარდის ბუშტის დნმ იმაზე მეტად დაუზიანდათ, ვიდრე სხვა საკონტროლო ჯგუფს, რომელიც გაფილტრულ ჰაერს სუნთქავდა.

ვირისა და ღობის პრინციპი ელექტროსიგარეტსა და თამბაქოს შორის არჩევანში

ამას გარდა, „მწეველ თაგვებს“ დაქვეითებული ჰქონდათ დაზიანებული დნმ-ის აღდგენის უნარი.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ელექტროსიგარეტების კვამლი, თამბაქოს კვამლთან შედარებით, ნაკლებ კანცეროგენებს შეიცავს, თუმცა ონკოლოგიური დაავადებების რისკი ვეიპების მწეველებში უფრო მაღალია.

მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვეიპების მწეველი მოსწავლეებისა და სტუდენტების თითქმის ნახევარი ნამდვილ სიგარეტზე უახლოესი ორი წლის განმავლობაში გადადის.