მეტროს სადგურ „ვარკეთილში", სადაც ჭერი ჩამოინგრა, ვითარების გასაცნობად კალაძე მივიდა

ჭერის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს სადგურ „ვარკეთილში", სადაც დღეს დილით ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, ვითარების ადგილზე გასაცნობად მივიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჭერის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული სამი ადამიანი იყო.