რატომ შექმნეს ქართველებმა თეატრი სალონიკში

„Sputnik-საქართველო“ ესაუბრა პირველი ქართული თეატრალური დასის დამაარსებელს სალონიკში და გაიგო, რატომ გადაწყვიტეს ემიგრანტებმა სპექტაკლების დადგმა.
Sputnik

ემიგრაციაში ქართული კულტურისა და სიტყვის შენარჩუნება და შეტანა — რთული საქმეა. ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურულ მემკვიდრეობას, თეატრს, ლიტერატურას, მაშინ ძალისხმევა და შედეგი ორმაგდება და სრულყოფილებას აღწევს. ასე მიიჩნევს პირველი ქართული თეატრალური დასის დამფუძნებელი სალონიკში, ჟურნალისტი, რედაქტორი და მთარგმნელი მიშა რატიანი, რომელიც საბერძნეთში 2004 წლიდან ცხოვრობს.

ახალმა ქართულმა თეატრმა ფუნქციონირება 2018 წლის დასაწყისში დაიწყო, ხოლო პირველი სპექტაკლის პრემიერა სიმბოლურად 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს გაიმართა.

Сцена из спектакля "Сначала умерли и потом поженились"

ამ დღეს, შორეულ 1850 წელს საქართველოში პირველი და მაშინ ერთადერთი ქართული თეატრის სცენაზე ნაჩვენები იყო თეატრის დამფუძნებლის გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“. მიშა რატიანის სამსახიობო დასმა სალონიკში ითამაშა რაფიელ ერისთავის პიესა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.

პრემიერას დიდი წარმატება ხვდა წილად. დასის სადებიუტო სპექტაკლი 500-მა სტუმარმა ნახა. ასე დაიწყო დიდი და საპასუხისმგებლო საქმე, ამბობს მიშა რატიანი. სალონიკში არსებულმა ქართულმა საკონსულომ კი ამ საქმეს ხელი შეუწყო. მისივე ინიციატივით პიესა ითარგმნება ბერძნულ ენაზე დადგმისთვისაც.

Сцена из спектакля "Сначала умерли и потом поженились"

„ორივე მხრიდან ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრი იქმნება. ჩვენ თავად ვსწავლობთ, მაყურებელსაც ვასწავლით და უბრალოდ საქართველოს შესახებ ვესაუბრებით. იმიტომ რომ აქ მის შესახებ ცოტა რამ იციან, ზოგს კი დაავიწყდა. ჩვენ არ ვატარებთ რაღაც ავანგარდულ თეატრალურ ექსპერიმენტებს და ასე შემდეგ. არა, გვსურს შევინარჩუნოთ ქართული თეატრის კლასიკური იერსახე, თუნდაც თავიდან. შემდეგ კი შევხედავთ“, — აღნიშნა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას მიშა რატიანმა.

დღეს სამსახიობო დასის შემადგენლობაში ორი პროფესიონალი მსახიობია, დანარჩენები მოყვარულები არიან. ესენი არიან 20-დან 55 წლამდე ასაკის ემიგრანტები: ირაკლი ხონელიძე, ნანა შარიქაძე, ოთარ აფციაური, გიორგი მუსერიძე, სუზი კოვლაკოვა, გიორგი დავითაშვილი, ჯუნა ტყემალაძე, როინ თარხნიშვილი, თემურ სამხარაძე.

გადაწყდა, რომ თატრის რეპერტუარი მუდამ განახლდება და გაფართოვდება. იგეგმება დადგმები ქართულ და ბერძნულ ენებზე.

Сцена из спектакля "Сначала умерли и потом поженились"

ამჟამად მიშა რატიანი წერს პიესას ქართველი კლასიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების მიხედვით. ქართული დასის გეგმებშია ძველი ბერძენი დრამატურგის სოფოკლეს ტრაგედიების „ელექტრას“ და „ოიდიპოს მეფის“ დადგმები.

გაფართოვდება დასის გამოსვლების გეოგრაფიაც. სალონიკის შემდეგ მსახიობები ითამაშებენ სპექტაკლებს ათენში, შემდეგ კი მშობლიურ თბილისში გამოსვლასაც გეგმავენ.

მიშა რატიანის თქმით, რომელიც ამჟამად თეატრის დრამატურგიც და რეჟისორიცაა, ახალშექმნილი ქართული სამსახიობო დასის მთავარი მიზანია დიდი ქართული კულტურის შენარჩუნება და პოპულარიზაცია.

„ჩვენთვის პირველხარისხოვანია შევინარჩუნოთ და შემოვიტანოთ აქ ქართული სიტყვა, ქართული ისტორია, მითები, მენტალიტეტი, კოსტიუმები, სცენიური დეკორაციები და მრავალი სხვა რამ, რითიც ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები და რითიც ვამაყობთ ჩვენ დღემდე“, — დასძინა დასასრულს რატიანმა.