ბოლო ინფორმაცია თბილისის მეტროდან: ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

დღეს დილით მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. დღეს თბილისის მეტროს სამი სადგური — „ისანი", „სამგორი" და „ვარკეთილი" გარკვეული დროით დაიკეტება, მეტროპოლიტენის ძირითადი ხაზის დანარჩენი სადგურები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

დღეს, დილით მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის თანამშრომელია. დაშავებულები ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე ვითარების გასაცნობად თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული ჯერ სამი, შემდეგ კი შვიდი ადამიანი იყო.