თბილისის მეტროში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული სამი ადამიანი იყო.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მეტროს სადგურ „ვარკეთილში" დაშავებულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

სადგურში დღეს, დილით ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.

მაშველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული სამი ადამიანი იყო.

მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.