იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გენდერულ თანასწორობაზე უნდა იმსჯელოს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნისას გენდერული თანასწორობის პრინციპები უნდა გაითვალისწინოს, განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
Sputnik

„დღეისათვის ჩვენ გვყავს კოლეგიის და პალატის თავმჯდომარე 8 მოსამართლე და მათგან არც ერთი ქალი არ არის.  ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

სასამართლო სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზეც უნდა იმსჯელონ.