სააგენტო „Sputnik-საქართველომ“ მოდის ინდუსტრიისა და სილამაზის კონკურსების გაშუქებისთვის ჯილდო მიიღო. იხილეთ ცერემონიის ვიდეოკადრები.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო World Rising Stars საერთაშორისო კონკურსის მიერ დაჯილდოვდა მოდის ინდუსტრიისა და სილამაზის კონკურსების გაშუქებისათვის, სადაც საქართველო მონაწილეობდა. დაჯილდოების ცერემონია 28 იანვარს თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა.
ღონისძიება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars პირველად გაიმართა საქართველოში და თავი მოუყარა სილამაზისა და სამოდელო კონკურსების გამარჯვებულებს მალტიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ვიეტნამიდან, ტაჯიკეთიდან, ესტონეთიდან, ალბანეთიდან, მაკედონიიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ფინალურ გალა-კონცერტზე ორგანიზატორებმა მასმედიის წარმომადგენლებს ფეშენ-ინდუსტრიის ღონისძიებების საქართველოში გაშუქებისათვის პრიზები გადასცეს.