სროლა ავტოსამრეცხაოში: დაიღუპა ხუთი ადამიანი

აშშ-ში ქალაქ მელკროფტში გზაჯვარედინზე მდებარე ავტოსამრეცხაოში სროლა დილის სამ საათზე მოხდა
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ხუთი ადამიანი დაიღუპა პენსილვანიის შტატში ავტოსამრეცხაოში მომხდარი სროლის შედეგად, იუწყება РИА Новости ტელეარხ Fox News-ზე დაყრდნობით.

ტელეარხის მონაცემებით, ტრაგედია ქალაქ მელკროფტში პიტსბურგიდან 80 კილომეტრში მოხდა.

პოლიციაში ასევე აღნიშნეს, რომ კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.

ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ბოროტმოქმედი.