სოფელ რუხში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ზუგდიდიდ მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი მუშა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუხის მშენებარე საავადმყოფოში შუახნის კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა დაახლოებით ოც წუთში გარდაიცვალა.

თბილისში მშენებლობიდან მუშა მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები აცხადებენ, რომ სამედიცინო დახმარების მიუხედავად, კომაში მყოფი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით აღიძრა („სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა“).

მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივების თქმით, ის საავადმყოფოს მშენებლობის შიდა სამუშაოებზე იყო დასაქმებული.