ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 30 იანვარს

დღის განმავლობაში თბილისში 7 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისში სამშაბათს, 30 იანვარს უმეტესად მზიანი და უნალექო ამინდი იქნება.

მზის ამოსვლა — 08:15 საათზე.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 1 გრადუსს შეადგენს.

დღის განმავლობაში ჰაერი მაქსიმუმ პლუს 7 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლა — 18:13 საათზე.