საქართველოს პატრიარქმა შეუძლოდ ყოფნის გამო სიონში წირვა ვერ აღავლინა

უწმინდესის მკურნალი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ უწმინდესი თავს შეუძლოდ გრძნობს.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეუძლოდ ყოფნის გამო სიონში წირვას ვერ დაესწრო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ (Rustavi 2).

როგორც პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა, უწმინდესი თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერია.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თოდუას კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა

„არაფერი სერიოზული არ არის. რამდენიმე დრის წინ ქარიან ამინდში მოუწია გარეთ ყოფნა. გაცივდა და ექიმების თხოვნის შედეგად დარჩა სახლის რეჟიმში“, — განაცხადა შარტავამ.

წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა.

წირვა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.