უცნაური მოძღვარი: სიმღერით აღსრულებული ქორწინების საიდუმლო და გაოგნებული მექორწილეები

Sputnik

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებისთვის, რომელთაც მკაცრად აქვთ განსაზღვრული ყველა რელიგიური რიტუალის აღსრულების წესი, ჯვრისწერის ამგვარი ცერემონია წარმოუდგენელიცაა და, ალბათ, მიუღებელიც.

სამაგიეროდ, ძალიან მისაღები და ფრიად სასიამოვნოა ის სიმღერებით ცნობილი ირლანდიელი პასტორის, მამა რეი კელისთვის, რომელსაც შინ მუსიკალური სტუდიაც კი აქვს მოწყობილი.

ვიდეოში, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ასახულია სიმღერით აღსრულებული ჯვრისწერის ცერემონია, რაც სიურპრიზი აღმოჩნდა როგორც თავად ნეფე-დედოფლისთვის, ისე დანარჩენი მექორწილეებისთვის.