„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
Sputnik

თბილისი,  26 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხარფუხის, ცურტაველის და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუნკერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.