სიღნაღში ხანძარს 80 წლის მოხუცი ემსხვერპლა

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში გუშინ, გვიან ღამით მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

რუსთავში ხანძარს ქალი ემსხვერპლა

ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა 80 წლის მოხუცი გოგია გოგიშვილი, რომლის გამოყვანა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ვერ შეძლო.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. რა გახდა აალების მიზეზი, უცნობია.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რომელიც ჩადენილია ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.