საქართველო–თურქეთის საზღვართან კლდის ნაწილი ჩამოიშალა

ბათუმი–სარფის ავტომაგისტრალის გაწმენდა მხოლოდ სამი საათის შემდეგ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველო–თურქეთის საზღვართან, „სარფის" საკონტროლო–გამშვებ პუნქტთან ახლოს კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ერთი სატვირთო ავტომობილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა ადგილზე მთელი ღამე მუშაობდა. გადაკეტილი გზის გამო ავტომობილების რიგი დადგა.

გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყებიდან სამ საათში ბათუმი–სარფის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.