„ლაშა არის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში. ჩემ შესახებ დედამიწაზე რომ არავინ არ იცის, ის იცის ლაშამ. არასოდეს არავის არ გაუგია ჩვენი საიდუმლოების შესახებ. თავიდან გავიცანი როგორც ექიმი და შემდეგ საოცარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ყველა პრობლემის დროს ვურეკავ და რჩევას ვეკითხები“, – ამბობს ცნობილი ჟურნალისტი.
ინგა გრიგოლიას საუკეთესო მეგობარი ლაშა უჩავა ექიმი ენდოკრინოლოგია. ჟურნალისტის თქმით, თავდაპირველად უჩავა ექიმის ამპლუაში გაიცნო და შემდეგ იმდენად ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ოჯახის ნებისმიერი წევრის ბედს თამამად ანდობს მას.