კეჭაყმაძე: აკნეს სამკურნალოდ უპირატესობას ვანიჭებთ ანტიბიოტიკებს

დერმატოვენეროლოგი ანი კეჭაყმაძე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „ექიმის საათი“ საუბრობს აკნეს დაავადებასა და მისი მკურნალობის მეთოდებზე.
Sputnik

„აკნეს გართულებისას საცხი და მალამო აღარ არის საკმარისი. ამ დროს სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკები“, — აღნიშნა ანი კეჭაყმაძემ.

ექიმის რჩევით, აკნეს მკურნალობის შემდეგ სახის გასაწმენდად 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ლაზერული თერაპია, რომელიც არ აზიანებს შინაგან ორგანოებს.