ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 28 იანვარს

დედაქალაქში კვირას 1–2 გრადუსი სითბო იქნება
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 28 იანვარს თბილისში თოვლს გვპირდებიან.

თბილისში დილიდან ღრუბლიანი ამინდი იქნება, დროდადრო, თოვლის სახით, ნალექია მოსალოდნელი.

ამინდი ცოტა დღის მეორე ნახევარში – 16:00 საათის შემდეგ გამოვა, ნალექი შეწყდება, თუმცა მოღრუბლულობა შენარჩუნდება.

დღისითა და ღამითაც ჰაერის ტემოერატურა თითქმის ერთნაირი იქნება – +1–2 გრადუსი. ქარი 8–13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:13 საათზე ამოვა და 18:10 საათზე ჩავა.