თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

წინასწარი ინფორმაციით შუახნის მამაკაცი შესაძლოა გულის შეტევით იყოს გარდაცვლილი.
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს ხუთშაბათს თბილისში დავით ყიფიანის ქუჩაზე, „მუშტაიდის ბაღის” მახლობლად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას და ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.