გარდაიცვალა ლიუდმილა სენჩინა – საბჭოთა ესტრადის „კონკია"

მომღერალი და არტისტი ლიუდმილა სენჩინა ნახევარი წელი მძიმე დაავადებას ებრძოდა
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik.  რუსეთის სახალხო არტისტი ლიუდმილა  სენჩინა პეტერბურგში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, განაცხადა სააგენტოსთან  РИА Новости პროდიუსერმა ვლადიმირ ანდრეევმა.

 „ლიუდმილა პეტროვნა დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ავადმყოფობდა“, – განაცხადა ანდრეევმა.

ლიუდმილა სევჩინას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მისმა თაყვანისმცემლებმა არაფერი იცოდნენ. მომღერალი ბოლო წუთამდე მართავდა კონცერტებს. 

ლიუდმილა სენჩინა 1950 წელს უკრაინაში დაიბადა, თუმცა, როგორც მომღერალი ამბობდა,  მამამ დაბადების თარიღად 1948 წელი მიუთითა.

მომღერალმა დიდი აღიარება  პოეტ ილია რეზნიკის ლექსზე იგორ ცვეტკოვის მიერ შექმნილი სიმღერით „კონკია“ (1970) მოიპოვა.

ისეთ ორიგინალურ მომღერლებს, როგორც ლიუდმილაა, ახლა ესტრადაზე ვერ ნახავთ, მიიჩნევს მომღერალი იოსებ კობზონი

 „კონკიამ დაგვტოვა. მშვენიერი მომღერალი, რომელმაც ჩვენ ბევრი ლამაზი სიმღერა გვაჩუქა. ძალიან დასანანია, მსგავსი დღეს ესტრადაზე არ გვყავს. ბევრია კარგი, მიმზიდველი მომღერალი, მაგრამ ისეთი ორიგინალური, როგორიც ლიუდმილა იყო, სამწუხაროდ. ძალზე სამწუხაროა“, – განაცხადა სააგენტოსთან კობზონმა.