როგორ მუშაობენ თბილისელი "სტაიანშიკები": „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

Sputnik

„Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტმა პროფესია ცოტა ხნით შეიცვალა და ერთი დღე თბილისის ერთ-ერთ პარკინგზე სადგომის მორიგის როლში გაატარა. იხილეთ ექსპერიმენტის ვიდეოკადრები.

თბილისში პარკინგის პრობლემა ყოველწლიურად უფრო აქტუალური ხდება — მანქანების რაოდენობა იზრდება, ადგილები საკმარისი აღარაა. თბილისის ქუჩის პარკინგებზე სადგომის მორიგეები მუშაობენ. თითქოს ისინი ყველგან არიან, სადაც ორზე მეტი მანქანა დგას. თუმცა გადატვირთულ ქუჩებზე მათი დახმარება ხშირად აუცილებელიცაა, ვინაიდან მძღოლს სადგომიდან გამოსვლა უჭირს მანქანების დიდი ნაკადის გამო, რომელთაგანაც დათმობის სურვილი თითქმის არავის უჩნდება.

ზუსტად აქ გვეხმარებიან სადგომის მორიგეები. მათი მომსახურების ანაზღაურებას არავინ არეგულირებს და სხვადასხვა ადგილებში ფასები განსხვავებულია. თბილისში არსებობს პარკინგის ფიქსირებული გადასახადი, რასაც კომპანია C.T. Park-ს უხდიან ავტომობილისტები. სადგომის მორიგისათვის გადახდა კი ნებაყოფლობითია. ზოგი პარკინგიდან უბრალოდ მიდის, ზოგიც მესადგომეს ხურდას უწვდის.

სადგომის მორიგეებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგიერთი ჯიუტად ითხოვს გადასახადს. სადგომის ფასიც ხშირად განსხვავებულია — 20 თეთრიდან 2 ლარამდე, ადგილის მიხედვით. ყველაზე ძვირიანი ქუჩის პარკინგი ქალაქის ისტორიულ ცენტრშია, კაფეების, ბარებისა და რესტორნების მიმდებარე ტერიტორიებზე.