თბილისში ახალი ესტაკადის მშენებლობისთვის 260-ზე მეტ მცენარეს მოჭრიან

თბილისის მერიამ შეაფასა, თუ როგორ აისახება ახალი ესტაკადის მშენებლობა დედაქალაქის ეკოლოგიაზე.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ვაშლიჯვრისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის პროცესში 62 ხე და დაახლოებით 200 ბუჩქი მოიჭრება, ნათქვამია თბილისის მერიის შეფასებით ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მოხდა მოსაჭრელი და გადასარგავი ხეების აღრიცხვა. რვა და მეტი სანტიმეტრი დიამეტრის მქონე 89 ხიდან მოსაჭრელია 62 ხე, ხოლო გადასარგავი — 27. გარდა ამისა, აღრიცხეს 8 სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრის 214 ბუჩქი. აქედან უნდა მოიჭრას 198, ხოლო 16 უნდა გადარგონ.

თბილისის ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

ტენდერი ესტაკადის მშენებლობაზე უკვე გამოცხადდა. განცხადებაში ტენდერის შესახებ აღნიშნულია, რომ ესტაკადა დააკავშირებს მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩებს. გარდა ამისა, კომპანიამ უნდა ააშენოს სატრანსპორტო კვანძი.

პროექტის ღირებულებაა 4,3 მილიონი ლარი.

ტენდერი იმასთან დაკავშირებით გამოცხადდა, რომ არსებული გზები ავტომობილების გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფს, განსაკუთრებით, პიკის საათებში.

„საცობებთან“ ბრძოლა თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ოთხწლიანი გეგმაა შემუშავებული.