სანქტ-პეტერბურგში გაიმართება ქართული კულტურის ფესტივალი ГрузияPLAY

ფესტივალზე ГрузияPLAY პეტერბურგელებს ელოდებათ მუსიკა, თანამედროვე ქართული კინო, მხატვრების გამოფენები და შემეცნებითი თემატური ლექციები
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში, დიზაინის ცენტრ ARTPLAY-ში 17 და 18 თებერვალს გაიმართება ქართული კულტურის პირველი ფესტივალი ГрузияPLAY.

ფესტივალზე გამოვლენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები — ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight და ჯგუფი „მგზავრები".

მუსიკის გარდა, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული კინო, მხატვრების გამოფენები, ჩატარდება შემეცნებითი თემატური ლექციები და გასტრონომიული მოგზაურობა საქართველოში.

„ეს დღესასწაული ზამთრის ბოლოს გაგაცნობთ მშვენიერ საქართველოს, შტამპების გარეშე მოგითხრობთ ამ ქვეყნის დღევანდელი კულტურისა და ადამიანების შესახებ", — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი ტარდება სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტის მხარდაჭერით. ბილეთები უკვე იყიდება.