პრესკონფერენცია: ქართველი ფეხბურთელები არგენტინაში ტრენინგების გავლას შეძლებენ

უმაღლესი გადამზადების საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება სამშაბათს, 23 იანვარს, „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში
Sputnik

პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში" და უმაღლესი გადამზადების საფეხბურთო აკადემიის გეგმებზე, კერძოდ, ქართველი ფეხბურთელებისთვის არგენტინაში ტრენინგების შესახებ.

მანამდე კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაცია „არგენტინის სახლი საქართველოში" გამოვიდა ინიციატივით, საქართველოში მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდეს.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— საქართველოში არგენტინის სახლის თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი;

— ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მცველი რევაზ ძოძუაშვილი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით მულტიმედიური პრესცენტრ „Sputnik-საქართველოს“ ანონსების e-mail-გამომწერი.