გოგიაშვილი: უკვე შვიდი წელია ქმარი მჩუქნის მანქანებს

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი საუბრობს, რა ასაკში ისწავლა მანქანის მართვა და როდის აიღო მართვის მოწმობა.
Sputnik

„ძალიან დიდი ხნის წინ ავიღე მართვის მოწმობა. დაახლოებით 16 წლის ვიქნებოდი. ტარება უკვე ვიცოდი. დაახლოებით 13 წლიდან ვზივარ საჭესთან“, — განაცხადა გოგიაშვილმა.

გოგიაშვილის თქმით, პირველი მანქანა დედამ უყიდა. გათხოვების შემდეგ კი ქმარი ზრუნავს მისი მანქანის შეცვლაზე.