ფოტოებზე აღბეჭდილი ახალი ამბები

Sputnik

„Sputnik-საქართველო“ საკუთარ მკითხველებს საერთაშორისო სააგენტოების საუკეთესო ფოტოებს წარმოუდგენს. იხილეთ შთამბეჭდავი სურათები მთელი მსოფლიოდან

1 / 16
გამომძიებლები და პოლიცია სამხრეთ ტაილანდის ბაზარში მომხდარი აფეთქების ადგილზე, რის შედეგადაც დაიღუპა სამიდა დაშავდა 20 მშვიდობიანი მოქალაქე
2 / 16
დამწვარი ტანკი აბუ-დუხურის სამხედრო აეროპორტთან იდლიბში მომხდარი ბრძოლის შემდეგ, როდესაც სირიის არმიამ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა
3 / 16
მოდის სახლმა Christian Dior პარიზში გრანდიოზული შოუ გამართა
4 / 16
პატარა თურქი ბიჭი თურქეთის არმიის ტანკთან შემტევი ძალების კონცენტრაციის დროს სირიის საზღვართან პროვინცია ხატაიში. თურქულმა არმიამ 2018 წლის 20 იანვარს სამხედრო ოპერაცია დაიწყო სირიის ტერიტორიაზე ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ
5 / 16
ფილიპინებზე ვულკანმა მაიონმა გაიღვიძა. ფოტო გადაღებულია ქალაქი კამალიგის შოსედან, ქალაქ ლეგაზპისთან ახლოს პროვინცია ალბაიში, მანილიდან სამხრეთით. ვულკანის გაღვიძების შემდეგ, ათობით ათასმა ახლოს მცხოვრებმა ადამიანმა სახლი დატოვა
6 / 16
სმოგი ჰონკონგში დიდ შენობებს ფარავს - იანვრის ბოლოს სპეციალისტებმა განცხადება გაავრცელეს, რომ დაბინძურებული ჰაერის გამო მეგაპოლისში ხილვადობა გაუარესდებოდა
7 / 16
გერმანელი სპორტსმენი რიჩარდ ფრაითაგი მონაწილეობს თხილამურებით ჯგუფურ შეჯიბრებაში ობერსტფორფეში, სამხრეთ გერმანია
8 / 16
ინდოეთის მაცხოვრებელი საკუთარი სახლის ნანგრევებში, რომელიც ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის სასაზღვრო ტერიტორიაზე ორმხრივ სროლას შეეწირა. სოფელი კანაჩაკი ინფოეთ-პაკისტანის საზღვართან ახლოსაა, დაახლოებით 27 კმ-ის დაშორებით ჯამუდან
9 / 16
ქაბულის მცხოვრები საერთაშორისო სასტუმროსთან, რომელზეც შეტევა განახორციელეს ტერორისტებმა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 40 და დაშავდა ათობით ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო მოძრაობა "თალიბანმა"
10 / 16
ჭარბი ნახშირწყალბადის დაწვა ბუნებრივი აირის მოპოვების ადგილზე ნარ-იბნ-ომარში, ერაყის სამხრეთის პორტი ბარსას მახლობლად. მოსალოდნელია, რომ ერაყი ხელს მოაწერს მემორანდუმს ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანია "ორიონთან" თანამშრომლობას
11 / 16
მოდელები წარმოადგენენ Haute Couture-ს კაბებს Christian Dior-ის ჩვენებაზე პარიზში
12 / 16
"ლიონის" ჰოლანდიელი ფორვარდი მემფის დეპაი გოლის გატანას აღნიშნავს "პარიზ-სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ "გრუპმამა" სტადიონზე დეჩინ-შარპიში
13 / 16
მამაკაცი ველოსიპედით გადაადგილდება თოვლის დროს ტოკიოში. იაპონიის მეტეოსააგენტოებმა პირველად ოთხი წლის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ძლიერი თოვის გამო და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა
14 / 16
Correfoc-ის ტრადიციული ფესტივალი პალმა-დე-მაიორკაში. "Correfoc" - ეს არის ღამე, როდესაც მონაწილეები იცვამენ დემონების ფორმებს, დადიან ქუჩებში და აშინებენ ხალხს ცეცხლითა და ფოიერვერკებით
15 / 16
ფრანგული პოლიცია ვენდინ-ლე-ვიელის ციხესთან, სადაც ადგილობრივმა მცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მოთხოვნით მას შემდეგ, რაც გერმანელმა პატიმარმა ციხის სამი თანამშრომელი დაჭრა
16 / 16
რბოლა La Grande Odyssee-ის ერთ-ერთი მონაწილე ძაღლების მარხილზე, საფრანგეთის ალპები