ხარაგაულში აფეთქებისას დაშავებული მუშების მდგომარეობა - ბოლო ინფორმაცია

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბში დღეს აფეთქება მოხდა
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ხარაგაულში გვირაბის აფეთქებისას დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს ერთ–ერთმა მორიგე ექიმმა.

აფეთქება ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბში – არიან დაშავებულები

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი მუშა მძიმედ დაშავდა.

„სამივე დაშავებულს პირველადი დახმარება უკვე გაეწია და მათ ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ",– განაცხადა ექიმმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.