სანქტ-პეტერბურგი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ქალაქ-ორგანიზატორთა შორის ერთ-ერთია. მის სტადიონზე შვიდი მატჩი გაიმართება. Sputnik-საქართველო გთავაზობთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ფოტოგიდს, სადაც მაყურებელს ტაიმებს შორის გასეირნება შეუძლია
სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია, სადაც მილიონზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. ქალაქი ცნობილია მუზეუმებით. მათი რაოდენობა 200-ზე მეტია. ჯამში ქალაქის ღირსშესანიშნაობების რაოდენობა 900-მდეა.