რუსი მორაგბეები თბილისში ინგლისელებმა დაამარცხეს

რუსული კლუბების მატჩებმა ქართველ ქომაგებში ინტერესი გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. თბილისში ევროპული თასის გატამაშების მატჩებში  (European Rugby Challenge) რუსეთის ორი უძლიერესი გუნდი „ენისეი“ (Енисей) და „კრასნი იარი“ (Красный Яр) ბრიტანულ „ნიუკასლ ფელკონთან“  (Newcastle Falcons) და „ლონდონ აირიშთან“ (London Irish) დამარცხდა. 

„ენისეი“ დამარცხდა „ნიუკასლთან“ ანგარიშით 19:33, ხოლო „წითელი იარი“ – „ლონდონთან“ ანგარიშით 17:24. აღსანიშნავია, რომ თავიდან „კრასნი იარი“ 17:7 იგებდა და ყველა შანსი ჰქონდა, რომ მინიმუმ არ წაეგო. მაგრამ მატჩის ბოლოს, როგორც ეს ერთი კვირის წინ ლონდონში მოხდა, ინგლისელებმა მაინც გაიმარჯვეს. ერთადერთ ნუგეშს ბონუს-ქულა წარმოადგენს, რომელიც რუსებს 8 ქულით ნაკლები წაგებისთვის ერგოთ.

Матч между регбийными клубами "Енисей-СТМ" и "Ньюкасл Фелконс"

გასაკვირი არ არის, რომ „ავჭალის“ სტადიონის ტრიბუნები გადავსებული იყო. ორივე რუსული კლუბის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეები თამაშობენ. მარცხის მიუხედავად, ქართველი მორაგბეები მინდორზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურები იყვნენ.

„ენისეის“ შემადგენლობაში ერთი წარმატებული ლელო ჩაითვალა მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომელმაც მინდორზე 80 წუთი გაატარა. ასევე სრული მატჩი ითამაშა საქართველოს ნაკრების ვეტერანმა დავით კაჭარავამ, რომელსაც ქვეყნის მთავარი გუნდისთვის 100 ბრძოლა აქვს ჩატარებული.

Матч между регбийными клубами "Красный Яр" и "Лондон Айриш"

უკეთესად გამოიყურებოდნენ ქართველები, რომლებიც „წითელ იარში“ თამაშობენ. გრიგორი ცნობილაძემ წარმატებული ლელო ჩაითვალა, ლაშა მალაღურაძემ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და გარდასახვა, ხოლო გიორგი ფრიუძე, „წითელი იარის“ მარცხის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

Матч между регбийными клубами "Красный Яр" и "Лондон Айриш"

თუმცა ქართველი ქომაგებისთვის მათჩს სამწუხარო ამბის გარეშე არ ჩაუვლია. მეორე ტაიმის დასაწყისში სერიოზული ტრავმა მიიღო მალაღურაძემ, რომელიც საკაცით გაიყვანეს. რამდენად სერიოზული ტრავმა აქვს ქართველ მორაგბეს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

Матч между регбийными клубами "Красный Яр" и "Лондон Айриш"

Challenge Cup-ის ჯგუფური მატჩების შედეგების მიხედვით, ორივე რუსულმა კლუბმა თავის კვარტეტებში ბოლო ადგილები დაიკავა და მეოთხედფინალში გასვლა ვერ მოახერხა, იგივე შეიძლება ითქვას „ლონდონ აირიშის“ შესახებაც. ხოლო „ნიუკასლ ფელკონსმა“ თავის ჯგუფში პირველი ადგილიდან პლეი-ოფში გასვლა შეძლო, სადაც ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად ფრანგულ „ბრივს“ შეხვდება.