ბათუმში ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა

დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi). 

დამლაგებელმა ქალმა, რომელიც კლინიკის მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, ლიფტი გამოიძახა და როგორც კი კარი გაიღო, შიგნით შევიდა. მან ვერ შენიშნა, რომ ლიფტის კაბინა აღარ იყო და შახტაში ჩავარდა.

დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვაო ჰოსპიტალში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჩადენილ ჯანმრთელობის ნაკლებად, ან მძიმე დაზიანების მუხლითაა დაწყებული.