ზემო ლარსი დღეს: შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ლიპყინულის გამო რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით ტრეილერების მოძრაობა ცალმხრივად განხორციელდება
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთი 19 იანვარს ინტენსიური თოვის გამო დაიკეტა. 

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთიდან საქართველოს საზღვრისკენ ტრაილერებს არ უშვებენ
 გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-კობის მონაკვეთზე და ამავე გზის  134-135-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. 

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.