ვინ უჭამს ტკბილეულობას და ურევს კარადებს ახალშენის მოსახლეობას?

იდუმალმა სტუმარმა მალულად უკვე 60 სახლი მოიარა, მაგრამ მისი დაჭერა ვერ ხერხდება
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. გორის რაიონის სოფელ ახალშენის მკვიდრნი ჩივიან, რომ ვიღაც მათ სახლებში ღამ-ღამობით დაბორიალობს, ტკბილეულობას მიირთმევს და კარადებში იქექება, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

იდუმალმა სტუმარმა მალულად უკვე 60 სახლი მოიარა. ტკბილეულობის ჭამის გარდა, ის ჭურჭელს გადაადგილებს, ხოლო ზოგიერთი ოჯახიდან სამხედრო ფორმას გაიყოლებს ხოლმე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, სახლებიდან არაფერი იკარგება.

სოფლის მოსახლეობა ღამის სტუმარს როგორც საშუალო სიმაღლის გამხდარ წვერებიან მამაკაცს აღწერს. მის დასაჭერად მორიგეობაც კი დაუწესებიათ, თუმცა ამაოდ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სოფელ ახალშენის მოსახლეობას პოლიციისათვის არ მიუმართავს.