როგორ მოქმედებს ელექტრონული გადმორიცხვები ლარის კურსზე

ელექტრონული გადმორიცხვების მოცულობის ზრდა პოზიტიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკის სისუსტეზე მეტყველებს, განუხცადა „Sputnik საქართველოს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა
Sputnik

„ეს იმის მაჩვენებალია, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ემიგრანტია წასული, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკისთვის პოზიტიური მოვლენა არაა“, —აღნიშნა პაატა ბაირახტარმა

საქსტატის ცნობით, 2017 წლის დეკემბერში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 16,3%-ით გაიზარდა და 138,4 მილიონ დოლარამდე შეადგინა.