ოჯახური ძალადობა - ცოლის ცემის ფაქტზე ლაგოდეხში მამაკაცი დააკავეს

მამაკაცმა 21 წლით უმცროს მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 48 წლის მამაკაცი მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა 48 წლის მამაკაცმა 27 წლის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 126-ე მუხლით („ოჯახში ძალადობა“), რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.