„ექსპორტის ზრდაში დიდი წვლილი ადგილობრივი წარმოების გამოცოცხლებამ და ევროკავშირის ბაზრების ათვისების დაწყებამ შეიტანა“- აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა
„საქსტატის“ ცნობით, ექსპორტმა საქართველოდან 2017 წელს 2,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 29,1%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 13,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 10,7 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).