დუშეთში კალაშნიკოვსა და ვაზნებს ინახავდნენ - დაკავებულია შუახნის მამაკაცი

პოლიციამ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 264 საბრძოლო ვაზნა ამოიღო
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დუშეთში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 53 წლის დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 264 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა და ითვალისწინებს ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.