მაღალაშვილი: 2018 წელს კლასიკური, დახვეწილი, უფრო ქალური ხაზია მოდაში

დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი საუბრობს, მოდის რა ტენდენციები იქნება აქტუალურიო 2018 წელს.
Sputnik

„წელს ძალიან ქალური ხაზია მოდაში. უხეში შეხამება, განიერი სამოსი ქალურმა, დახვეწილმა, კლასიკურმა სამოსმა ჩაანაცვლა. ასევე მოდურია სინთეზი თხელი და სქელი ქსოვილებისა“, განაცხადა მაღალაშვილმა.

დიზაინერის თქმით, ზაფხულში უფრო პასტელური ფერები შემოვა, თუმცა მოდაში იქნება წითელი და ასევე, 3-4 ფერის კომბინაციაც.  დომინანტი ფერი იქნება ყვითელი.