სამი დიდი ავტოავარია თურქეთში: დაიღუპა ექვსი, დაშავდა 78 ადამიანი

ექვსივე მსხვერპლი მუშის პროვინციაში მომხდარ შემთხვევას მოჰყვა – ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. თურქეთის სხვადასხვა რეგიონში ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო სამი დიდი ავტოავარია მოხდა ავტობუსების მონაწილეობით – ექვსი ადამიანი დაიღუპა და 78 – დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Hurriyet–ზე დაყრდნობით.

ექვსივე მსხვერპლი მუშის პროვინციაში მომხდარ შემთხვევას მოჰყვა – ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავდა 24 ადამიანი.

კონიის პროვინციაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად დაშავდა 38 ადამიანი, აქედან შვიდი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.  

სივასის პროვინციაში კი ასევე ავტობუსის გადაბრუნებისას 16 ადამიანი დაშავდა.