რუსთავში ხანძარს ქალი ემსხვერპლა

წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილი ძლიერმა დაკვამლიანებამ გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ქალაქ რუსთავში ხანძარს ერთი ქალი ემსხვერპლა, ის საკუთარ სახლში დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის სახლში მარტო იმყოფებოდა. დაღუპვის მიზეზად ძლიერი დაკვამლიანება დასახელდა.

შსს–ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ–ის 187–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს, რომელსაც მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისულების აღკვეთით ისჯება.

ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.