შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილ დამნაშავეს ბარათაშვილის ქუჩაზე მიაგნო

ბრალდებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაზახეთის ინტერპოლის მიერ 2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 40 წლის დამნაშავე ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

ბრალდებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალად ედება ყაზახეთის სსკ-ის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს თაღლითობას — დიდი ოდენობით თანხის მითვისებას.