შემზარავი ტრაგედია ყაზახეთში: ავტობუსში 52 ადამიანი ცოცხლად დაიწვა - ვიდეოკადრები

ავტობისიდან მხოლოდ ხუთმა მგზავრმა მოახერხა ჩასვლა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 52 ადამიანი ცოცხლად დაიწვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რესპუბლიკის შსს-ზე დაყრდნობით.

ავტობისიდან მხოლოდ ხუთმა მგზავრმა მოახერხა ჩასვლა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.

ინციდენტი დღეს დილით მოხდა სამარა-შიმკენტის ტრასაზე. ავტობუსში 55 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

Sputnik-ყაზახეთის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ადგილზე ოპერატიული შტაბი გაიხსნა. მოქმედებს ცხელი ხაზი და ფსიქოლოგიური სამსახური. ადგილზე ასევე მუშაობენ სამართალდამცველები, მაშველები და ექიმები.